ესპანეთი-საქართველო | შეარჩიეთ საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა თქვენი გემოვნებით #1TVSPORT
ესპანეთი-საქართველო | შეარჩიეთ საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა თქვენი გემოვნებით #1TVSPORT

როგორც წესი, წაგებული მატჩიდან უფრო მეტი მინუსი ჩანს. კოსოვოს მხარესთან დამარცხებამ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს ბევრი რამ დაანახა. თუმცა ის ორ დღეში ყველა მინუსს პლუსად ვერ აქცევს. 5 სექტემბერს საქართველო სტუმრად ესპანეთს ეთამაშება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ამ მოკლე დროში მწვრთნელს შეუძლია შემადგენლობაში განახორციელოს ძირეული ცვლილებები. ვის ამოაგდებს ძირითადი შემადგენლობიდან და ვის ენდობა ბადახოსში?

გთავაზობთ ინტერაქციულ მოედანს, რომელზეც თავად შეგიძლიათ შეიყვანოთ თქვენთვის სასურველი ფეხბურთელი. გამოსცადეთ საკუთარი თავი, დაიმახსოვრეთ თქვენი შემადგენლობა და შეადარეთ ვილი სანიოლის ვერსიას, რომელსაც ის უშუალოდ მატჩის წინ გამოაქვეყნებს.