კიტეიშვილი საუკეთესო მოთამაშეა, ჭაღიაშვილი - საუკეთესო მწვრთნელი
კიტეიშვილი საუკეთესო მოთამაშეა, ჭაღიაშვილი - საუკეთესო მწვრთნელი

ეროვნული საფეხბურთო ლიგაში პირველი ნახევარი დასრულდა და ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მეორე წრის საუკეთესოები დააასახელა.

მეორე წრის საუკეთესო მოთამაშედ, თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი დასახელდა. თბილისელთა კაპიტანი 18 ტურის შემეგ 11 გოლით ბომბარდირებში ლიდერობს, ხოლო 9 საგოლე გადაცემით – ასისტენტებში. მეორე წრეში კი 7 გოლი გაიტანა.

ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად თბილისის “ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი ლაშა ჭაღიაშვილი აღიარეს. პირველი წრის შემდეგ გუნდი 4 ქულით ლიგის გამოკვეთილი აუტსაიდერი იყო, მაგრამ ბოლო 9 ტურში გუნდმა მდგომარეობა რადიკალურად გამოსწორა, 15 ქულა დააგროვა და 19 ქულით მე-7 ადგილზე დაწინაურდა.