კიტ კელოგი – რუსეთის აღმაშფოთებელი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლისკენაც აშშ-ის პრეზიდენტი მიისწრაფვის
რუსეთის აღმაშფოთებელი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლისკენაც აშშ-ის პრეზიდენტი მიისწრაფვის. ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
კელოგის თქმით, კიევზე განხორციელებული იერიშის სამიზნე იყო არა ჯარისკაცები ან იარაღი, არამედ უკრაინის დედაქალაქის საცხოვრებელი უბნები.
„გუშინ ღამით რუსეთმა ომის განმავლობაში მეორე ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა 600 დრონით და 31 რაკეტით. სამიზნეები? არა ჯარისკაცები და იარაღი, არამედ კიევის საცხოვრებელი უბნები – დაიბომბა სამოქალაქო მატარებლები, ევროკავშირისა და ბრიტანეთის მისიის საბჭოს ოფისები და უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს აღმაშფოთებელი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლისკენაც აშშ-ის პრეზიდენტი მიისწრაფვის“, – წერს კიტ კელოგი.
ამ დროის მონაცემებით, კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა.
Last night Russia launched the second largest aerial attack of the war with 600 drones and 31 missiles. The targets? Not soldiers and weapons but residential areas in Kyiv—blasting civilian trains, the EU & British mission council offices, and innocent civilians.
These egregious… pic.twitter.com/qulsiPlTy1
— Keith Kellogg (@generalkellogg) August 28, 2025