კიშინიოვის მერის არჩევნებში სოციალისტების პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა
მოლდოვის დედაქალაქის, კიშინიოვის მერის არჩევნებში სოციალისტების პარტიის კანდიდატმა, იონ ჩებანმა გაიმარჯვა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მან ხმათა 52.54 პროცენტი მოიპოვა, მისმა კონკურენტმა მმართველი პროევროპული ბლოკის კანდიდატმა, ანდრეე ნესტასემ კი 47.46 პროცენტი მიიღო.
საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, არჩევნებში მოსახლეობის აქტივობა 37 პროცენტი იყო.
არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი აცხადებს, რომ მზადაა, ოპონენტთან ითანამშრომლოს.
ნესტასე კი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნებს აჩენს. ის არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, არჩევნების შედეგები გაასაჩივროს.