კირილ დმიტრიევი - ბაიდენის ყალბი ნარატივები იშლება, უკრაინის კრიზისის ძირითადი მიზეზები უნდა აღმოიფხვრას
ბაიდენის ყალბი ნარატივები იშლება, უკრაინის კრიზისის ძირითადი მიზეზები უნდა აღმოიფხვრას, – ამის შესახებ უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.
მისივე თქმით, გლობალური მშვიდობა რეალისტურ მიდგომებს მოითხოვს.
„გლობალური უსაფრთხოება მოითხოვს ნათელ გონებას და რეალისტურ მიდგომებს“, – წერს კირილ დმიტრიევი სოციალურ ქსელში.
მანამდე, უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა დაადასტურა დონალდ ტრამპის მზადყოფნა, პუტინს მისცეს დაპირება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, თუ ასეთი მოთხოვნა ომის დასრულების პირობა გახდება.