კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ მაიამიში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის დისკუსიები კონსტრუქციულად მიმდინარეობს
კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ მაიამიში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის დისკუსიები კონსტრუქციულად მიმდინარეობს

მაიამიში აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა. ერთმანენთს აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა დმიტრიევმა, რომელმაც კონსტრუქციულად შეაფასა პროცესები.

„დისკუსიები მიმდინარეობს კონსტრუქციულად“, – თქვა დმიტრიევმა.

მაიამიში,აშშ-სა და რუსეთის მხარეებს შორის შეხვედრა დღესაც გაიმართება.

შეგახსენებთ, მანამდე შეხვედრა გაიმართა აშშ-ს,უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლებს შორის.