კირილ დიმიტრიევი – საჯარო განცხადებების მცირე რაოდენობის მიუხედავად, რუსეთისა და აშშ-ის დიალოგი გრძელდება
საჯარო განცხადებების მცირე რაოდენობის მიუხედავად, რუსეთისა და აშშ-ის დიალოგი გრძელდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა, კირილ დიმიტრიევმა განაცხადა.
„დიალოგი გრძელდება, მიუხედავად ჩვენი მტრების მცდელობისა, ან ჩაშალონ ის, ან დეზინფორმაცია მიაწოდონ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. რადგან ცხადი ხდება, რომ უკრაინის მხრიდან ესკალაცია ძალიან არასწორი ნაბიჯი იყო და, რა თქმა უნდა, არ ეხმარება უკრაინას, ჩვენი პარტნიორები სულ უფრო მეტად ერთვებიან დიალოგში“, – თქვა მან.
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით დიმიტრიევმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთს ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს როგორც ეკონომიკასთან, ასევე სამშვიდობო შეთანხმებებთან დაკავშირებით.
„სულ უფრო მეტი ადამიანი იწყებს ამ პოზიციის გააზრებას“, – აღნიშნა დიმიტრიევმა.