კირილ ბუდანოვი - შეიძლება, ომი დიდხანს გაგრძელდეს, რადგან რუსები არ მოაწერენ ხელს უკრაინასთან შეთანხმებას და გააგრძელებენ ქაოტურ დაბომბვას
კირილ ბუდანოვი - შეიძლება, ომი დიდხანს გაგრძელდეს, რადგან რუსები არ მოაწერენ ხელს უკრაინასთან შეთანხმებას და გააგრძელებენ ქაოტურ დაბომბვას

ომი შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს, რადგან რუსები არ მოაწერენ ხელს უკრაინასთან შეთანხმებას და გააგრძელებენ ქაოტურ დაბომბვას, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

ბუდანოვის თქმით, რუსეთი უკრაინასა და დასავლეთთან მოლაპარაკებას კიდევ დიდხანს არ გამართავს.

უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ისტორიამ იცის მაგალითები, როდესაც ომები იურიდიულად არ დასრულებულა, მაგალითად, იაპონიისა და რუსეთის, რომლებიც ოფიციალურად ომში არიან 1945 წლიდან, ვინაიდან კურილიის კუნძულების სტატუსის შესახებ სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

„ეს ტერიტორიული პრობლემა, უკვე 70 წელზე მეტია, ამიტომ ეს სცენარი აქაც ძალიან სავარაუდოა, რადგან რუსეთის ფედერაციას აქვს უზომო ტერიტორიული მადა უკრაინასთან მიმართებაში, რაც ეხება არამხოლოდ ყირიმს. რა თქმა უნდა, არავინ აპირებს ამ მადის დაკმაყოფილებას“, – განაცხადა კირილ ბუდანოვმა.