კირილ ბუდანოვი - არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ომი ხანგრძლივი იქნება, რუსეთი ფიზიკურად დიდხანს ვერ გაუძლებს
კირილ ბუდანოვი - არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ომი ხანგრძლივი იქნება, რუსეთი ფიზიკურად დიდხანს ვერ გაუძლებს

ომი დიდხანს არ გაგრძელდება, რუსეთი ფიზიკურად დიდხანს ვერ გაუძლებს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

„მე არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს იქნება ხანგრძლივი ომი. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, რომელიც ეფუძნება იმ მონაცემების ანალიზს, რაც გვაქვს, პირველ რიგში, მტერზე“,- აღნიშნა ბუდანოვმა.

ამასთან, ბუდანოვის თქმით, ყველას აქვს საკუთარი „გრძელვადიანი“ გეგმა და შესაძლოა, რუსეთთან ომი კიდევ ექვსი თვე ან ერთი წელი გაგრძელდეს, ზოგიერთისთვის კი ეს დიდი დროა.

„თუ თქვენ საუბრობთ ნახევარ წელზე, შვიდ თვეზე, დაახლოებით ერთ წელზე და ფიქრობთ, რომ ეს გრძელი პერიოდია, მაშინ გასაგებია, რომ მართალი იქნებით“, – განაცხადა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ზამთარშიც განაგრძობენ ბრძოლას.