კირ სტარმერი - მიუხედავად იმისა, რომ „ჰეზბოლა“ უნდა განიარაღდეს, ისრაელის ლიბანზე დარტყმები არასწორია, ამას დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვება
კირ სტარმერი - მიუხედავად იმისა, რომ „ჰეზბოლა“ უნდა განიარაღდეს, ისრაელის ლიბანზე დარტყმები არასწორია, ამას დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვება

დიდი ბრიტანეთი აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის არსებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ლიბანის რაც შეიძლება სწრაფად ჩართვისკენ მოუწოდებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა დაგმო ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებული თავდასხმები.

„მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უდავოდ მისასალმებელია, ის ასევე ძალიან მყიფეა. რეგიონი კვლავ დაძაბულ მდგომარეობაშია და დიდი სამუშაოა საჭირო ჰორმუზის სრუტის ხელახლა გასახსნელად სიტუაციის დეესკალაციისთვის, რაც ცეცხლის მდგრად შეწყვეტის მიღწევამდე მიგვიყვანს”, – განაცხადა სტარმერმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ,,ჰეზბოლა“ უნდა განიარაღდეს, ისრაელის ლიბანზე დარტყმები „არასწორია“.

„ამას დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგები მოჰყვება. ლიბანის დაბომბვა ახლავე უნდა შეწყდეს“, – განაცხადა სტარმერმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გასულ კვირას გაკეთებულ მუქარაზე საუბრისას, რომლის თანახმადაც, „მთელი ცივილიზაცია განადგურდება“, თუ ირანი შეთანხმებას არ დათანხმდება, სტარმერმა განაცხადა, რომ ტრამპის ნათქვამი „არასწორი“ იყო.

„ეს არასწორია. გავიხსენოთ, ესენი ის მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, რომლებმაც ირანის რეჟიმისგან მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში განუზომელი ზიანი განიცადეს“, – განაცხადა სტარმერმა.

ამასთან, სტარმერმა ისაუბრა ჰორმუზის სრუტეზე და აღნიშნა, რომ „ნავიგაციის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და უნდა აღდგეს“.