კირ სტარმერი - მე ვხედავ ძლიერ ევროპას, გაერთიანებულს უკრაინისა და თავისუფლების, დემოკრატიის, უძველესი ღირებულებების გარშემო, ყოველთვის დავიცავ ამ თავისუფლებებს
კირ სტარმერი - მე ვხედავ ძლიერ ევროპას, გაერთიანებულს უკრაინისა და თავისუფლების, დემოკრატიის, უძველესი ღირებულებების გარშემო, ყოველთვის დავიცავ ამ თავისუფლებებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თქმით, ევროპა ძლიერი, ერთიანია და იცავს თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებს.

„მე ვხედავ ძლიერ ევროპას, გაერთიანებულს უკრაინისა და თავისუფლების, დემოკრატიის, ჩვენი უძველესი ღირებულებების გარშემო. ყოველთვის დავიცავ ამ თავისუფლებებს“, – ასე უპასუხა პრემიერმა ბრიტანელი კანონმდებლის შეკითხვას, რომელიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას ეხებოდა.

ცნობისთვის, გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპა სუსტი ლიდერების მიერ იმართება. ტრამპმა ასევე გააკრიტიკა, რომ ლონდონს ჰყავს მუსლიმი მერი, რომელიც „კატასტროფად“ მოიხსენია.