კირ სტარმერი ირანსა და აშშ-ს მოუწოდებს, იპოვონ გამოსავალი პაკისტანში წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ
კირ სტარმერი ირანსა და აშშ-ს მოუწოდებს, იპოვონ გამოსავალი პაკისტანში წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ირანსა და აშშ-ს მოუწოდებს, იპოვონ გამოსავალი პაკისტანში წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ.

კირ სტარმერმა ომანის სულთანთან საუბრისას განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელება „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ და დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ მხარეებმა ესკალაციისგან თავი შეიკავეს.

ცნობისთვის, აშშ-ისა ირანს შორის პაკისტანში გამართული მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ისაუბრა.