კირ სტარმერი ილონ მასკს „განხეთქილების დათესვის მცდელობაში“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მასკი ბრიტანეთის საქმეებში ერევა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ბრიტანეთის ქალაქ საუთჰემპტონში მომხდარი ჰენრი ნოვაკის მკვლელობის შემდეგ ამერიკელ მილიარდერს, ილონ მასკს „განხეთქილების დათესვის მცდელობაში“ ადანაშაულებს.
კირ სტარმერის თქმით, ილონ მასკი ბრიტანეთის საქმეებში ერევა.
„ჩვენ უნდა განვაცხადოთ, ვინ ვართ, როგორც ქვეყანა, რადგან მასკი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერევა ჩვენს პოლიტიკაში და ცდილობს განხეთქილების დათესვას. ეს არ არის ის, ვინც ჩვენ ვართ ბრიტანეთში. ჩვენ გონივრული, ტოლერანტული ხალხი ვართ. როდესაც გვაქვს საშინელი საქმე, როგორიცაა ჰენრის საქმე, ჰენრი ნოვაკის, ჩვენ მშვიდად ვრეაგირებთ, როგორც ეს მისმა ოჯახმა გააკეთა“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.