კირ სტარმერი - ჩემზე დიდი ზეწოლა განხორციელდა, თუმცა აზრის შეცვლას არ ვაპირებ, ირანთან ომში ჩართვა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ შედის, ამას არ გავაკეთებთ
დიდი ბრიტანეთი არ დაემორჩილება ირანთან ომში ჩართვასთან დაკავშირებით ზეწოლას, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
მისივე თქმით, გასულ წელს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის მიღწეული სავაჭრო შეთანხმების პირობები „ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს“.
„ეს ჩვენი ომი არ არის. ჩემზე დიდი ზეწოლა განხორციელდა, რომ სხვა გზა ამერჩია და ეს ზეწოლა მოიცავდა იმასაც, რაც გუშინ ღამით მოხდა. მე აზრის შეცვლას და დანებებას არ ვაპირებ. ამ ომში ჩართვა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ შედის და ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. მე ზუსტად ვიცი, სად ვდგავარ“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.