„კიოლნის“ მცველმა გერმანიის ნაკრებში კარიერა დაასრულა

15:16, 15.10.2020
Football Soccer - Germany v Italy - EURO 2016 - Quarter Final - Stade de Bordeaux, Bordeaux, France - 2/7/16
Germany's Jonas Hector celebrates scoring in the penalty shootout
REUTERS/Christian Hartmann
Livepic

Football Soccer - Germany v Italy - EURO 2016 - Quarter Final - Stade de Bordeaux, Bordeaux, France - 2/7/16 Germany's Jonas Hector celebrates scoring in the penalty shootout REUTERS/Christian Hartmann Livepic

„კიოლნის“ მცველმა იონას ჰექტორმა გერმანიის ნაკრებში კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის შესახებ დაწერა გამოცემა „კიკერმა“.

ფეხბურთელმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს იოახიმ ლიოვს აცნობა. ეს მოხდა ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩების წინ.

ჰექტორს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2014 წელს ჰქონდა. საერთო ჯამში 43 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. მან ითამაშა ევრო 2016-ზე და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე. ბოლო მატჩი გერმანიის ნაკრებში ჰექტორმა გასული წლის 19 ნოემბერს, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა.

მსგავსი