„ბაიერნის“ ფრანგ ლეგიონერს, კინგსლი კომანს გულის ოპერაცია ჩაუტარდა, – იუწყება მიუნხენური კლუბის პრესსამსახური.
კომანი საავადმყოფოში „ბარსელონასთან“ სტუმრად მოგებული მატჩის (0:3) შემდეგ მოხვდა.
„კინგსლიმ ოპერაცია გადაიტანა, – მოჰყავს „ბაიერნის“ პრესსამსახურს მთავარი მწვრთნელის, იულიან ნაგელსმანის სიტყვები. – კომანს გულის რითმის დარღვევა და ჰქონდა. მსგავსი პრობლემა მას პერიოდულად აწუხებდა, ამიტომ ჩვენ საფუძვლიანი კვლევა ჩავატარეთ და შესაბამისად ვუმკურნალეთ“.
აღსანიშნავია, რომ კომანს ხშირად აწუხებს ტრავმები. 2019 წელს „ჩელსის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ, ფეხბურთელი კარიერის დასრულებასაც კი გეგმავდა.