კინგსლი კომანი ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
კინგსლი კომანი ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

„პარი სენ-ჟერმენის“ კარში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი მიუნხენელთა ფრანგი ლეგიონერი კინგსლი კომანი გახდა.

უეფა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ „ბაიერნის“ ფრანგი ფეხბურთელი დაასახელა.

24 წლის კინგსლი კომანისთვის ჩემპიონთა ლიგის თასი კარიერაში მე-20 ტიტულია, რომელთა შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საფრანგეთის ორგზის ჩემპიონობა (პსჟ-ს შემადგენლობაში) და ორი სკუდეტო (იუვენტუსის რიგებში).