მიუნხენის „ბაიერნის“ ფრანგი თავდამსხმელი კინგსლი კომანი კარიერას საუდის არაბეთის ლიგის გუნდში, „ალ ნასრიში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც რომანო წერს, გერმანული კლუბი კომანის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფეხბურთელი „ალ ნასრისთან“ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
„ალ ნასრი“, სადაც კრისტიანო რონალდოც თამაშობს, ახალი სეზონისთვის სერიოზულ მიზნებს ისახავს – ცოტა ხნის წინ კლუბმა ინიგო მარტინესისა და ჟოაო ფელიქსის ტრანსფერებიც დაადასტურა.
რაც შეეხება კინგსლი კომანს, 29 წლის ფეხბურთელი „ბაიერნის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავდა. 2020 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენთან“ მან გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გერმანულ გრანდს ტიტული მოუტანა.