„პარი სენ-ჟერმენის“ მცველი პრესნელ კიმპემბე ფანების აგრესიის საგანი გახდა პენალტის გამო, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედთან“ განმეორებითი მერვედფინალის ბოლოს დაინიშნა.
საფრანგეთის ნაკრების მცველმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა, რის შემდეგაც, დაინიშნა 11-მეტრიანი, რომელიც 94-ე წუთზე მარკუს რეშფორდმა გამოიყენა. ინგლისურმა კლუბმა 3:1 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გააღწია.
ამ შეცდომის გამო, კიმპემბე პარიზელი ფანების მხრიდან რასისტული შეტევების მსხვერპლი გახდა.