დასავლურ პრესაში აქტიურად დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ „ფერარიში“ შესაძლოა ფინელი ვეტერანი კიმი რაიკონენი დააბრუნონ.
ფორმალურად, იტალიური გუნდის ამჟამინდელ წევრებს – შარლ ლეკლერსა და სებასტიან ფეტელს აქვთ კონტრაქტები მომავალი სეზონისთვის, მაგრამ თუ ხუთი პოდიუმისა და ორი პოულის შემდეგ ახალგაზრდა ლეკლერის მომავალი ეჭვს არ იწვევს, ფეტელის პერსპექტივები საკმაოდ ბუნდოვანია, რაც შეცდომების მთელმა სერიამ გამოიწვია. ასე რომ, არ არის გამორიცხული ვარიანტი – მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა უკვე ამ სეზონის შემდეგ დატოვოს „ფერარი“.
ასეთ შემთხვევაში, რაიკონენის დაბრუნება სავსებით რეალური ხდება. ფინელი წელს „ალფა რომეოში“ გამოდის, რომელიც „ფერარის“ შვილობილი გუნდია. თუ მოცემული სცენარი განხორციელდა, ეს იქნება კიმის მესამე მისვლა იტალიურ საჯინიბოში 2007 და 2014 წლების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ტიტული „ფერარის“ სწორედ რაიკონენმა მოუტანა – ეს 2007 წელს მოხდა.