კიმ მინ ჯე „ნაპოლის“ დაემშვიდობა, სამხრეთ კორეელმა მცველმა ნეაპოლში სახლის დაცლა დაიწყო #1TVSPORT
კიმ მინ ჯე „ნაპოლის“ დაემშვიდობა, სამხრეთ კორეელმა მცველმა ნეაპოლში სახლის დაცლა დაიწყო #1TVSPORT

სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი კიმ მინ ჯე „ნაპოლის“ დაემშვიდობა და ნეაპოლში სახლის დაცლა დაიწყო, – ინფორმაციას გამოცემა Il Mattino ავრცელებს.

„გუნდის საჩემპიონო ზეიმის შემდეგ კიმ მინ ჯემ დასვენებაც ვერ მოასწრო და ბარგის ჩალაგება მოუხდა. ბოლოს ჩანთაში ახლახან მიღებული იტალიის ჩემპიონის ოქროს მედალი ჩადო. სამხრეთ კორეელის წასვლას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ „სამპდორიასთან“ მატჩის შემდეგ თითოეულმა თანაგუნდელმა მას საჩუქრად მაისური გადასცა.

რა თქმა უნდა, მისი წასვლა სიახლე არაა. წინასწარ ცნობილი იყო, რომ „ნაპოლის“ მცველს სამხრეთ კორეის ჯარში იწვევდნენ. მისი შეძენით კი ინგლისური ფეხბურთის გრანდები არიან დაინტერესებულნი.

კიმს ვეღარ შეაჩერებენ, მის სანაცვლოდ „ნაპოლი“ 60 მილიონ ევროს მიიღებს. ასე რომ, სერია A-ს სეზონის საუკეთესო მცველის ბედი უკვე გადაწყვეტილია“, – წერს გამოცემა.