მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა ჩიკაგოს ტურნირის პირველ წრეში წააგო ტაივანელ სუ-ვეი ჰსიესთან.
შეხვედრა ორი საათი და 18 წუთი გრძელდებოდა და აზიელმა ჩოგბურთელმა სამ სეტში მოიგო – 6:3, 5:7, 6:3.
კლაისტერსისთვის ეს იყო პირველი მატჩი ბოლო 13 თვის განმავლობაში. ბოლოს 38 წლის ბელგიელი კორტზე 2020 წლის ამერიკის ღია პირველობაზე იყო.