კიმ კლაისტერსმა ბოლო 13 თვეში პირველი მატჩი ჩაატარა #1TVSPORT
კიმ კლაისტერსმა ბოლო 13 თვეში პირველი მატჩი ჩაატარა #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა ჩიკაგოს ტურნირის პირველ წრეში წააგო ტაივანელ სუ-ვეი ჰსიესთან.

შეხვედრა ორი საათი და 18 წუთი გრძელდებოდა და აზიელმა ჩოგბურთელმა სამ სეტში მოიგო – 6:3, 5:7, 6:3.

კლაისტერსისთვის ეს იყო პირველი მატჩი ბოლო 13 თვის განმავლობაში. ბოლოს 38 წლის ბელგიელი კორტზე 2020 წლის ამერიკის ღია პირველობაზე იყო.