კიმ იო ჯონგი - სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ერთობლივი წვრთნები ზიანს მიაყენებს ორ კორეას შორის ურთიერთობების აღდგენის საკითხს
კიმ იო ჯონგი - სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ერთობლივი წვრთნები ზიანს მიაყენებს ორ კორეას შორის ურთიერთობების აღდგენის საკითხს

აგვისტოში დაგეგმილი სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ერთობლივი წვრთნები, ზიანს მიაყენებს ორ კორეას შორის ურთიერთობების აღდგენის საკითხს. ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ, კიმ იო ჯონგმა განაცხადა.

მისივე თქმით, სეულსა და ფხენიანს შორის, ცხელი ხაზის აღდგენის თაობაზე ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება, მხოლოდ კავშირის „ფიზიკურად“ აღდგენაა და ეს არ ნიშნავს მოსალოდნელ სამიტს უახლოეს მომავალში.

აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყანა მოლაპარაკებას აწარმოებს ურთიერთობების აღდგენის საკითხზე.