კიმ ჩენ ინმა ქვეყნის მთავრობას სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად „პოზიტიური და შეტევითი ზომების“ მიღებისკენ მოუწოდა
კიმ ჩენ ინმა ქვეყნის მთავრობას სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად „პოზიტიური და შეტევითი ზომების“ მიღებისკენ მოუწოდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მთავრობას ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად „პოზიტიური და შეტევითი ზომების“ მიღებისკენ მოუწოდა.

კიმ ჩენ ინმა განცხადება ფხენიანში, პარტიის ლიდერების რამდენიმედღიანი შეხვედრის დროს გააკეთა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, მსგავსი მიდგომა ამჟამინდელი მდგომარეობის გამო აუცილებელია.

მსგავსი შეხვედრა წელიწადის ამ დროს ჩრდილოეთ კორეისთვის უჩვეულოა. დასავლური მედია წერს, რომ კიმ ჩენ ინის განცხადება შესაძლოა, ტაქტიკური და სტრატეგიული შეიარაღების გაძლიერების კურსს ნიშნავდეს. ანალიტიკურ წრეებში არის მოსაზრება, რომ ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა, აშშ-თან ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებები შეწყვიტოს და შეიარაღების გამოცდა განაახლოს.

კიმ ჩენ ინის განცხადებაზე კომენტარი გააკეთეს ვაშინგტონში. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, რობერტ ობრაიენმა თქვა, რომ თუ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მსგავს მიდგომას აირჩევს, ეს ვაშინგტონის იმედგაცრუებას გამოიწვევს და ამ იმედგაცრუების დემონსტრირებას მოახდენს.