კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპს კორონავირუსისგან სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა და კორონავირუსისგან სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, წერილში ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გულწრფელად იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი და მისი მეუღლე შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოჯანმრთელდებიან.
„შეტყობინებაში მან თქვა, რომ მოულოდნელად შეიტყო ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტსა და პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდათ. კიმ ჩენ ინი თანაუგრძნობს პრეზიდენტსა და პირველ ლედის და გულწრფელად იმედოვნებს, რომ ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან. კიმმა მათ ასევე გაუგზავნა გულთბილი მისალმებები“, – ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური ახალი ამბების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.