კიმ ჩენ ინის და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ის ხელმძღვანელობით ჩატარებულ სამხედრო წვრთნებს „საომარ თამაშს“ უწოდებს
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და კიმ იო ჯონგი აშშ-ს კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის „მუდმივად გაუარესებაში“ ადანაშაულებს და რეგიონში აშშ-ის ხელმძღვანელობით ჩატარებულ სამხედრო წვრთნებს „საომარ თამაშს“ უწოდებს.
ამასთან, როგორც ჯონგი აცხადებს, ქვეყნის ბირთვული არსენალის გაძლიერების კურსს არ შეცვლის.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის, KCNA-ის ცნობით, კიმ იო ჯონგმა გუამის მახლობლად Pacific Vanguard 2026 საზღვაო წვრთნებზე ისაუბრა და მას აშშ-ის ხელმძღვანელობით კიდევ ერთი მუქარის შემცველი „საომარი თამაში“ უწოდა. მისი თქმით, ვაშინგტონი ცდილობს, გააფართოოს სამხედრო გავლენა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მოკავშირეებთან, მათ შორის, სამხრეთ კორეასთან და იაპონიასთან თანამშრომლობის გზით.
ჯონგი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები „ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებენ“, თუ ჩრდილოეთ კორეის უსაფრთხოება ან ეროვნული ინტერესები დაირღვევა.
იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების ცნობით, 29 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე აშშ-ის, სამხრეთ კორეის, ავსტრალიის, კანადის, ახალი ზელანდიისა და იაპონიის საზღვაო ძალებმა გუამის მახლობლად მრავალმხრივი წვრთნები „წყნარი ოკეანის ავანგარდი 2026“ ჩაატარეს.