კიმ ჩენ ინი სინგაპურში ჩავიდა
კიმ ჩენ ინი სინგაპურში ჩავიდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სინგაპურში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. კიმ ჩენ ინის კორტეჟი სინგაპურის აეროპორტში დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, რომ სინგაპური 12 ივნისს ისტორიულ სამიტს უმასპინძლებს. ერთმანეთს აშშ-ის პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი შეხვდებიან. მოლპარაკებების გასაშუქებლად სინგაპურში ათასობით ჟურნალისტია ჩასული.

უსაფრთხოების ზომები მაქსიმლაურად არის გაძლიერებული. როგორც ცნობილია, კიმ ჩენ ინი და დონალდ ტრამპის შეხვედრის მთავარი თემა კორიეს ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება იქნება.