კიმ ჩენ ინი სეულთან „ცხელი ხაზის“ აღდგენის ინიციატივით გამოდის
კიმ ჩენ ინი სეულთან „ცხელი ხაზის“ აღდგენის ინიციატივით გამოდის

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სეულთან „ცხელი ხაზის“ აღდგენის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ქვეყნის ლიდერმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაც უკვე მეორე დღეა, ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალურის დღის წესრიგის შესახებ სამთავრობო პოლიტიკას ეცნობიან.

კიმ ჩენ ინმა სურვილი გამოთქვა, „ცხელი ხაზი“ ოქტომბრიდან ამოქმედდეს, თუმცა ამასთან ერთად, გააკრიტიკა სეული ჩრდილოეთის მხრიდან სამხედრო პროვოკაციებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებებისთვის.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის „ცხელი ხაზი“ აგვისტოში აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების ფონზე შეწყდა.

ამასთან, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ვაშინგტონი მოლაპარაკების განახლებას, მტრული პოლიტიკის ცვლილების გარეშე სთავაზობს.