კიმ ჩენ ინი – რუსეთთან ჩრდილოეთ კორეის სამხედრო კავშირები მუდმივად განვითარდება, ჩვენი მეგობრობა და ერთიანობა მარადიულად გაგრძელდება
FILE PHOTO: North Korea's leader Kim Jong Un speaks at the 5th National Meeting of Mothers in Pyongyang in this picture released by the Korean Central News Agency on December 5, 2023. KCNA via REUTERS/File Photo
რუსეთთან სამხედრო კავშირები მუდმივად განვითარდება, – როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა.
მედიის ცნობით, რუსეთთან ურთიერთობებზე კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეაში უკრაინის ომში რუსი ჯარისკაცების გვერდით მებრძოლი დაღუპული ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების მემორიალის გახსნისას ისაუბრა.
„ფხენიანი ყოველთვის მოსკოვთან იქნება. ჩვენი მეგობრობა და ერთიანობა მარადიულად გაგრძელდება“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.