კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა

09:27, 12.09.2023
North Korean leader Kim Jong Un, accompanied by government officials, departs Pyongyang, North Korea, to visit Russia, September 10, 2023, in this image released by North Korea's Korean Central News Agency on September 12, 2023.   KCNA via REUTERS

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში დღეს გამთენიისას ჩავიდა. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ სამხრეთ კორეის სამხედროებმა რეგულარულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ჩრდილოეთის კორეის სახელმწიფო მედია წერს, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში თავისი პირადი მატარებლით გაემგზავრა, სამხედრო მაღალჩინოსნებისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანხლებით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთისთვის იარაღის გადაცემა უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუციის დარღვევა იქნება და საჭიროების შემთხვევაში, აშშ არ გამორიცხავს ახალი სანქციების დაწესებას ჩრდილოეთ კორეის მიმართ.

მსგავსი