კიმ ჩენ ინი მოულოდნელი ვიზიტით ჩინეთს ეწვია
კიმ ჩენ ინი მოულოდნელი ვიზიტით ჩინეთს ეწვია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მოულოდნელი ვიზიტით ჩინეთს ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ეს კიმ ჩენ ინის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც 2011 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ ჩრდილოეთ კორეის სათავეში მოვიდა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჩინეთში ვიზიტის დეტალები და ხანგრძლივობა უცნობია.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი პეკინში ჩინეთის სასაზღვრო ქალაქ დანდუნის გავლით სპეციალური მატარებლით ჩავიდა, რომლითაც პეკინს მამამისი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სტუმრობდა.