კიმ ჩენ ინი - ჩრდილოეთ კორეა უნდა მოემზადოს აშშ-სთან დიალოგისთვის, ასევე დაპირისპირებისთვის
კიმ ჩენ ინი - ჩრდილოეთ კორეა უნდა მოემზადოს აშშ-სთან დიალოგისთვის, ასევე დაპირისპირებისთვის

ჩრდილოეთ კორეა უნდა მოემზადოს აშშ-სთან დიალოგისთვის, ასევე დაპირისპირებისთვის, განსაკუთრებით დაპირისპირებისთვის, – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კიმ ჩენ ინმა პირდაპირი კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის შესახებ.

მმართველი მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ასევე თქვა, რომ ფხენიანი მკვეთრად და დაუყოვნებლივ მოახდენს რეაგირებას ნებისმიერ მოვლენაზე და კონცენტრირებას მოახდენს კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის სტაბილური კონტროლისთვის.

მანამდე, კიმ ჩენ ინმა ოფიციალურად აღიარა, რომ ჩრდილოეთ კორეა საკვების დეფიციტს განიცდის. ბაიდენმა აშშ-ის არჩევნებამდე კიმ ჩენ ინს ბოროტმოქმედი უწოდა, ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე კი, ჩრდილოეთ კორეამ ძალების დემონსტრაცია მასშტაბურ სამხედრო აღლუმზე მოახდინა, სადაც ახალი რაკეტა წარადგინეს.