ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით, პეკინში ჩავიდა.
კიმ ჩენ ინი ჩინეთის დედაქალაქს მეუღლესთან ერთად ეწვია.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ვიზიტი ჩინეთში 10 იანვრამდე გაგრძელდება. ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში კიმ ჩენ ინის უკვე მეოთხე ვიზიტია ჩინეთში.
კიმ ჩენ ინის ჩინეთში ვიზიტის ფონზე მსოფლიო მედიაში აქტიურად განიხილება აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მეორე სამიტის შესაძლო გამართვის საკითხი. დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრა გასული წლის ივნისში სინგაპურში შედგა.