კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა მზადაა ბირთვული ომის შესაკავებლად საშუალებების მობილიზებისთვის და აშშ-სთან ნებისმიერი სამხედრო შეტაკებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად
კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა მზადაა ბირთვული ომის შესაკავებლად საშუალებების მობილიზებისთვის და აშშ-სთან ნებისმიერი სამხედრო შეტაკებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა ბირთვული ომის შესაკავებლად საშუალებების მობილიზებისთვის და აშშ-სთან ნებისმიერი სამხედრო შეტაკებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

როგორც „როიტერი“ წერს, კიმ ჩენ ინმა გააკრიტიკა სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტიც და სეული გააფრთხილა, რომ ომის ზღვარს უახლოვდება. აღნიშნულის შესახებ კიმ ჩენ ინმა კორეის ომის საომარი მოქმედებების შეწყვეტიდან 69-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

„ჩვენი შეიარაღებული ძალები სრულად მომზადებულია ნებისმიერ კრიზისზე საპასუხოდ და ბირთვული ომის ჩვენი ეროვნული შეკავების სისტემა ასევე სრულად არის მობილიზებული, ზუსტად და სწრაფად განახორციელოს მისია“, – აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

მისსავე თქმით, ფხენიანის მიმართ მტრული პოლიტიკის გატარება ხელს უშლის მოლაპარაკებების განახლებას, რომელიც ბირთვულ ამბიციებზე უარის შემთხვევაში, ქვეყანაზე დაწესებული სანქციების შერბილებას გულისხმობს.