კიმ ჩენ ინი 3 სექტემბერს ჩინეთში სამხედრო აღლუმს დაესწრება
კიმ ჩენ ინი 3 სექტემბერს ჩინეთში სამხედრო აღლუმს დაესწრება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი 3 სექტემბერს პეკინში სამხედრო აღლუმს დაესწრება, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

ეს იქნება კიმ ჩენ ინის პირველი საერთაშორისო დონის შეხვედრა სხვა ქვეყნების ლიდერებთან.

ე.წ. გამარჯვების დღის აღლუმი ჩინეთის იაპონიასთან ომის დაწყებიდან 80 წლისთავს და მეორე მსოფლიო ომის დასრულებას მიეძღვნება.

ღონისძიებას ასევე დაესწრება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და კიდევ 26 სახელმწიფოს მეთაური.

ჩინეთი აღლუმზე გეგმავს უახლესი შეიარაღების, მათ შორის ასობით თვითმფრინავის, ტანკისა და დრონების საწინააღმდეგო სისტემის დემონსტრირებას. ტიანანმენის მოედანზე დაგეგმილ აღლუმში ათიათასობით სამხედრო პირი მიიღებს მონაწილეობას.