კილიან მბაპეს უმსხვილესი კონტრაქტი აქვს სპორტის ისტორიაში #1TVSPORT
კილიან მბაპეს უმსხვილესი კონტრაქტი აქვს სპორტის ისტორიაში #1TVSPORT

ფრანგი ფორვარდის, კილიან მბაპეს კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ უმსხვილესია სპორტის ისტორიაში. ამას ადასტურებს მონაცემები, რომელიც გაზეთმა Le Parisien-მა გამოაქვეყნა – სამი წლის განმავლობაში ფეხბურთელს შეუძლია 636 მილიონი ევრო გამოიმუშავოს.

მბაპეს წლიური ხელფასი შეადგენს 72 მილიონ ევროს, ხოლო ახალი კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ ბონუსი 180 მილიონ ევროა, რომელსაც ფორვარდი სამ ნაწილად მიიღებს. გარდა ამისა, მბაპეს ეკუთვნის ბონუსი ლოიალობისთვის. 2023 წლის ზაფხულში ის მიიღებს 70 მილიონ ევროს, 2024 წელს – 80 მილიონს და 2025 წელს – 90 მილიონს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ მბაპეს არ მოსწონს სიტუაცია პარიზულ კლუბში და გუნდის შეცვლას აპირებს.

ამ სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა ლიგა 1-ში 11 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.