კილიან მბაპეს დუბლით პსჟ საფრანგეთის თასის ფინალში გავიდა
კილიან მბაპეს დუბლით პსჟ საფრანგეთის თასის ფინალში გავიდა

საფრანგეთის ჩემპიონი “პარი სენ-ჟერმენი” ქვეყნის თასის ფინალში გავიდა. უნაი ემერის გუნდი სტუმრად თამაშობდა “კანის” წინააღმდეგ და მხოლოდ ბოლო 10 წუთში გატეხა მეტოქის წინააღმდეგობა.

პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს – კილიან მბაპემ 25-ე წუთზე გახსნა ანგარიში, 43-ე წუთზე კი “კანის” მხრიდან ისმაელ დიომანდემ გაათანაბრა.

ანგარიში 1:1 81-ე წუთამდე იყო ძალაში, როცა მბაპემ დუბლი შეასრულა და პსჟ წინ გაიყვანა. ორივე შემთხვევაში, მბაპეს საგოლე პასი ედინსონ კავანიმ მისცა.

95-ე წუთზე პარიზელთა უპირატესობა კრისტოფერ ნკუნუმ გაამყარა და პსჟ-მ 3:1 მოიგო.

8 მაისს ფინალში “პარი სენ-ჟერმენი” საფრანგეთის მესამე დივიზიონის გუნდს “ლე ერბეს” შეხვდება.