კილიან მბაპეს ბრენდმა „კანის“ აქციათა 80 პროცენტი გამოისყიდა #1TVSPORT
კომპანია Interconnected Ventures-ი საფრანგეთის ლიგა 2-ის კლუბის, „კანის“ აქციათა 80 პროცენტის მფლობელი გახდა, – წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
აღნიშნული კომპანია ეკუთვნის მადრიდის „რეალის“ ფორვარდ კილიან მბაპეს.
„ეს გარიგება ნიშნავს მნიშვნელოვან ნაბიჯს კლუბის განვითარების სტრატეგიაში და აძლიერებს მის ბუნებრივ მისწრაფებას, დარჩეს ფრანგული ფეხბურთის ისტორიული ადგილების რიცხვში.
ამ გარიგების წყალობით, „კანი“ მიიღებს დამატებით სტრატეგიულ რესურსებს თავისი სპორტული პოლიტიკის გამყარებისთვის, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და ინოვაციური პროექტების განვითარებისთვის“, – წერია განცხადებაში.