კილიან მბაპემ სისწრაფის რეკორდი დაამყარა
კილიან მბაპემ სისწრაფის რეკორდი დაამყარა

საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა კილიან მბაპემ არგენტინასთან მატჩში ფეხბურთელებს შორის სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა.

მბაპე სანამ პენალტს გამოიმუშავებდა, დაუჯერებელი აჩქარება გააკეთა. კერძოდ, 70 მეტრი 8,3 წამში დაფარა.

შვედეთის ტელევიზიამ გაზომა, რომ გარბენისას მბაპეს მაქსიმალური სიჩქარე საათში 39 კილომეტრი იყო.

ადრე რეკორდად კრიშტიანუ რონალდუს სიჩქარე ითვლებოდა, რომელიც ამავე ჩემპიონატზე განავითარა – 38.6 კმ/სთ.