კილიან მბაპემ საფრანგეთის თასზე 17 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა - მან მე-200 გოლი გაიტანა კარიერაში და 150-ე პსჟ-ში [ვიდეო] #1TVSPORT
საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად 4:0 გაანადგურა მეოთხე დივიზიონის ბინადარი „ვანი“.
17 წუთის ინტერვალით შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა კილიან მბაპემ – მან 59-ე, 71-ე და 76-ე წუთებზე გამოიჩინა თავი.
მბაპეს მესამე გოლი 150-ე იყო „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში. ის ამ მაჩვენებლით პარიზული კლუბის ისტორიაში მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩსა (156) და ედინსონ კავანის (200) ჩამორჩება.
გარდა ამისა, მბაპეს მეორე გოლი მე-200 აღმოჩნდა 23 წლის ფეხბურთელისთვის კარიერაში. „პარი სენ-ჟერმენში“ 150 გოლის გარდა, მას 27 გოლი აქვს „მონაკოში“ და 24 – საფრანგეთის ნაკრებში.
მბაპეს პსჟ-ის ბოლო ოთხ მატჩში ცხრა გოლი დაუგროვდა – მანამდე იყო ზედიზედ სამი დუბლი. სულ ფორვარდს ამ სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში 18 გოლი და 15 შედეგიანი გადაცემა უგროვდება.