კილიან მბაპემ საბოლოოდ გადაწყვიტა მადრიდის „რეალში“ გადასვლა #1TVSPORT
კილიან მბაპემ საბოლოოდ გადაწყვიტა მადრიდის „რეალში“ გადასვლა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე მადრიდის „რეალში“ გადავა.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ფრანგს უკვე აქვს კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან, თუმცა მასზე ხელის მოწერას თებერვლის შემდეგ შეძლებს.

იტყობინებიან, რომ მბაპემ უკვე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება და მხოლოდ რაიმე ძალიან დიდმა მოულოდნელობამ შეიძლება გადააფიქრებინოს ამ ნაბიჯის გადადგმა.

კილიანის კონტრაქტი პსჟ-სთან სეზონის ბოლომდეა ძალაში. ასე რომ, „რეალში“ ის თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.