საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა კილიან მბაპემ გადაწყვიტა, მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლომდე უარი თქვას ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე, ინფორმაციას TF1 ავრცელებს. როგორც გაირკვა, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელს მობეზრდა პრესის მხრიდან კრიტიკა მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების არადამაჯერებელი გამოსვლის გამო.
მბაპეს გადაწყვეტილებაზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გააკეთა.
“თქვენც ბრაზდებით ხოლმე, ჩემთან ის მხიარულია, ხუმრობს და იცინის. ფეხბურთელები ადამიანები არიან და არა რობოტები. მათაც აქვთ კარგი და ცუდი პერიოდები. საუკეთესო პასუხს კილიანი მინდორზე იძლევა”,-განაცხადა მან.