„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას სხვა გუნდში გაშვება მოსთხოვა, – ამტკიცებს „ელ ჩირინგუიტო“ (El Chiringuito). ჭორების მიხედვით, 20 წლის ფრანგს კარიერის გაგრძელება „რეალში“ სურს.
შეგახსენებთ, რომ 19 მაისს, ლიგა 1-ის 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მიღებისას, მბაპემ მიანიშნა კლუბის შესაძლო დატოვების შესახებ. იმ საღამოს კილიანმა განაცხადა, რომ მზად არის თავის თავზე აიღოს მეტი პასუხისმგებლობა – იქნება ეს „პარი სენ-ჟერმენში“ თუ რომელიღაც სხვა კლუბში.
გასულ სეზონზე მბაპემ 32 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა ლიგა 1-ის 28 მატჩში.
მბაპე შესაძლოა გახდეს მესამე ხმაურიანი შენაძენი „რეალისთვის“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას. ორი დღის წინ, მადრიდულმა კლუბმა გამოაცხადა „აინტრახტიდან“ ლუკა იოვიჩის შეძენის შესახებ, უახლოეს პერიოდში კი უნდა გააფორმოს „ჩელსიდან“ ედენ აზარის გადასვლა.