კილიან მბაპემ „პარი სენ-ჟერმენს“ ტრანსფერი მოსთხოვა

09:47, 07.06.2019

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას სხვა გუნდში გაშვება მოსთხოვა, – ამტკიცებს „ელ ჩირინგუიტო“ (El Chiringuito). ჭორების მიხედვით, 20 წლის ფრანგს კარიერის გაგრძელება „რეალში“ სურს.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს, ლიგა 1-ის 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მიღებისას, მბაპემ მიანიშნა კლუბის შესაძლო დატოვების შესახებ. იმ საღამოს კილიანმა განაცხადა, რომ მზად არის თავის თავზე აიღოს მეტი პასუხისმგებლობა – იქნება ეს „პარი სენ-ჟერმენში“ თუ რომელიღაც სხვა კლუბში.

გასულ სეზონზე მბაპემ 32 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა ლიგა 1-ის 28 მატჩში.

მბაპე შესაძლოა გახდეს მესამე ხმაურიანი შენაძენი „რეალისთვის“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას. ორი დღის წინ, მადრიდულმა კლუბმა გამოაცხადა „აინტრახტიდან“ ლუკა იოვიჩის შეძენის შესახებ, უახლოეს პერიოდში კი უნდა გააფორმოს „ჩელსიდან“ ედენ აზარის გადასვლა.

მსგავსი