კილიან მბაპემ ახალი აგენტი უნდა იპოვნოს – დედამისმა ფიფა-ს ლიცენზია ვერ მიიღო #1TVSPORT

16:40, 12.10.2023

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე იძულებულია, ახალი აგენტი ეძებოს. დედამისმა, რომელიც მრავალი წელი შვილის საქმეებით იყო დაკავებული, ვერ მიიღო ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) ლიცენზია და ვერ შეძლებს მომავალში კილიანის ინტერესების დაცვას, – წერს ესპანური გაზეთი Marca.

ირკვევა, რომ მბაპეს დედა არ არის შეყვანილი ფიფა-ს იმ აგენტთა რეესტრში, რომლებმაც ლიცენზია მიიღეს. შესაბამისად, მას არ ექნება თავისი ვაჟის სახელით მოლაპარაკებების წარმოების უფლება.

მსგავსი