კილიან მბაპე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია, ჰალანდი და კეინი მეორე-მესამე ადგილებზე არიან #1TVSPORT
აუდიტორულმა კომპანია KPMG-მ წარმოადგინა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი.
პირველი ადგილი შეინარჩუნა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ, რომლის ფასმა 189 მილიონ ევროს მიაღწია.
კლასიფიკაციის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
- კილიან მბაპე (პსჟ) – 189 მლნ ევრო
- ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი) – 131 მლნ ევრო
- ჰარი კეინი (ტოტენჰემი) – 127 მლნ ევრო
- მარკუს რეშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი) – 121 მლნ ევრო
- რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი) – 119 მლნ ევრო
- ნეიმარი (პსჟ) – 116 მლნ ევრო
- კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – 113 მლნ ევრო
8-10. ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი) – 110 მლნ ევრო
8-10. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 110 მლნ ევრო
8-10. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული) – 110 მლნ ევრო