კილიან მბაპე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია CIES-ის ვერსიით, ვინისიუსი - მეორეა #1TVSPORT
კვლევითმა ცენტრმა CIES Football Observatory-მ გამოაქვეყნა ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი. ფეხბურთელთა საბაზრო ღირებულება გამოთვლილია CIES-ის სპეციალური ალგორითმის დახმარებით.
სიას სათავეში ჩაუდგა „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე, რომლის ღირებულება შეადგენს 205.6 მილიონ ევროს. სამეულში ასევე მოხვდნენ „რეალის“ შემტევი ვინისიუსი (185,3 მლნ) და „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი (152,6 მლნ).
რუბენ დიაშს „მანჩესტერ სიტიდან“ ყველაზე მაღალი ღირებულება აქვს ცენტრალურ მცველებს შორის – 110 მილიონი. ჯანლუიჯი დონარუმა „პარი სენ-ჟერმენიდან“ ლიდერია მეკარეებში – 74 მილიონი. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი „ლივერპულიდან“ – ყველაზე ძვირად ღირებულია განაპირა მცველებს შორის (87 მილიონი), ხოლო პედრი „ბარსელონადან“ – ყველაზე ძვირფასი ნახევარმცველია (135 მილიონი).
„ბენფიკას“ ფორვარდს დარვინ ნუნიესს (47-ე ადგილი, 70 მილიონი ევრო) ყველაზე მაღალი ღირებულება აქვს იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც TOP 5 ქვეყნების ჩემპიონატებში არ თამაშობენ. „მანჩესტერ სიტის“ 30 წლის ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი (76-ე ადგილი, 57 მილიონი) – ყველაზე ასაკოვანია TOP 100-ში, ხოლო 17 წლის გავი „ბარსელონადან“ (73-ე ადგილი, 58 მილიონი) – ყველაზე ახალგაზრდა.