საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა კილიან მბაპემ ევრო 2024-ის ნახევარფინალში თავისი გუნდის ესპანეთთან წაგება (1:2) შეაფასა.
„მათ ჩვენზე უკეთ ჩაატარეს შეხვედრა. თავიდან უნდა ვნახოთ ეს მატჩი. ჩვენ სწრაფად გავუშვით ორი გოლი და სიტუაცია ვეღარ გამოვასწორეთ, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში გვქონდა მომენტები.
ტურნირი ჩაგდებულია – მე ევროპის ჩემპიონატის მოგება მინდოდა. დატვირთული წელი მქონდა და მინდა, დასასვენებლად წავიდე. ცუდად ვთამაშობდი, და ახლა სახლში მივდივართ – ყველაფერი მარტივადაა. მე ნამდვილად მჭირდება დასვენება. ამის შემდეგ დაიწყება ახალი ცხოვრება“, – განაცხადა მბაპემ.