კილიან მბაპე მესის პსჟ-ში დარჩენას ითხოვს #1TVSPORT
MUNICH, GERMANY - MARCH 08: Kylian Mbappe of Paris Saint-Germain reacts during the UEFA Champions League round of 16 leg two match between FC Bayern München and Paris Saint-Germain at Allianz Arena on March 08, 2023 in Munich, Germany. (Photo by Alex Grimm/Getty Images)
გამოცემა Mundo Deportivo წერს, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს, კილიან მბაპეს სურს, ლიონელ მესი პარიზში დარჩეს. მას სურს, დაარწმუნოს არგენტინელი, რომ პსჟ-სთვის ერთად ბევრის რამის გაკეთება შეუძლიათ.
მას შემდეგ, რაც მესი „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა, მან მბაპეს 19 შედეგიანი გადაცემა გაუკეთა, საპირისპირო მიმართულებით კი 11 საგოლე პასი გაკეთდა. არგენტინელი და ფრანგი ძალიან კარგად ეწყობიან ერთმანეთს მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ. ამიტომაც მბაპესთვის კიდევ ერთი წელი მესისთან ერთად პოზიტივი იქნებოდა, მით უმეტეს, რომ პარიზში ჯერაც ოცნებობენ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე.
ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა მბაპე, მესის აზრი შეაცვლევინოს. შეგახსენებთ, რომ არგენტინელს ზაფხულში „ბარსელონაში“ დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ, თავად პსჟ კი აპირებს მესის გაშვებით სახელფასო ბიუჯეტი განტვირთოს.